როგორ დავგეგმოთ წარმატება
ერთი გოგონას შესახებ მინდა მოგიყვეთ. მართალია ის ჯერ 18 წლისაა და ჯერ დიდი გამოცდილება არ დაგროვებია ან რაიმე საკაცობრიო წარმატებისთვის არ მიუღწევია (ჯერ), მაგრამ მან ზუსტად იცის როგორ დაგეგმოს თავისი წარმატება.

საერთოდ რატომ გვჭირდება წარმატების დაგეგმვა. ცხოვრებაში, ეს იქნება პირადი, საქმიანი თუ სულიერი, წარმატების მიღწევა ყველას გვინდა. თუმცა უმეტესობა ჩვენთაგანს კითხვაზე როგორ მივაღწიოთ წარმატებას, გამორჩეულების გარდა, ბუნდოვანი პასუხი გვაქვს და ისეთი რომელიც კონკრეტულ მოქმედებებში არ გადაგვყავს. არადა პასუხი ძალიან მარტივია, წარმატების დაგეგმვა გვჭირდება იმისთვის, რომ ბევრი რამ მოვასწროთ ცხოვრებაში, საინტერესო ყოველდღიურობა გვქონდეს და დღის, უკიდურეს შემთხვევაში სიცოცხლის, ბოლოს გული არ დაგვწყდეს და არ ვინანოთ, რომ დრო გაურკვევლობაში დავკარგეთ.

ვინმემ უცბად რომ გაგვაჩეროს და გვკითხოს, დაფიქრების გარეშე, რატომ, რა მიზნისთვისვშრომობთ ან ვსწავლობთ ყოველდღე, რას ვუპასუხებდით?… ისიც რომ შეგვეკითხოს რასვაკეთებთ ყოველდღიურად ჩვენი მიზნების მისაღწევად, ამაზე რას ვუპასუხებდით? ჩემისტატიის გმირს ამ კითხვებზე ისეთი ჩამოყალიბებული და მკაფიო პასუხები აქვს, რომგულახდილად რომ გითხრათ შეგშურდებოდათ, მის ასაკში ასეთი არ იყავით, ან ჩვენიშვილი/ძმა/და ნეტავ ასე უდგებოდეს თავის ცხოვრებას, ან ჩვენ ვხედავდეთ ჩვენს უახლოესმომავალს ასე მკაფიოდ და ვიცოდეთ როგორ უნდა მივიდეთ იქამდე.

სკოლა წარმატებულად დაამთავრა, უნივერსიტეტშიც წარმატებულად ჩააბარა იურიდიულფაკულტეტზე. ერთი შეხედვით გარშემომყოფებისთვის ის ერთ–ერთი პოტენციურადწარმატებული ახალგაზრდაა, ვისაც ყველა წინაპირობა აქვს წარმატებისთვის. თუმცა რაცმას არამარტო მისი თანატოლებისგან, არამედ წარმატების სურვილის მქონეადამიანებისგან გამოარჩევს არის ის, რომ მას ძალიან კარგად ესმის წარმატების მიღწევისტვირთი – მისი მომთხოვნი თანმიმდევრულობის ხასიათი და დაუღალავი ნებისყოფისსაჭიროება.

იურიდიულ ფაკულტეტზე იმიტომ ჩააბარა, რომ ფიქრობს მისი დანიშნულება ბავშვთაუფლებების დაცვასა და რეალიზებაშია. გეგმავს რომ მომავალში თავის კარიერას UNIჩEF-ში გააგრძელებს და მაქსიმალურად ეცდება ამ ორგანიზაციის საშუალებით თავისიფუნქციის შესრულებას. თუმცა თავისი ცხოვრების განსხვავებულად წარმართვისალტერნატივასაც ახლავე განიხილავს. ფიქრობს, რომ თუ მისი მომავალი მეორე ნახევარიშეძლებული პირი იქნება და მისგან ოჯახის ფინანსურად გასამყარებლად დამატებითიძალისხმევა არ იქნება საჭირო, მათემატიკის მასწავლებლად იმუშავებს. მათემატიკა უყვარსამიტომაც მეორად სპეციალობად მათემატიკას სწავლობს იურიდიულის პარალელურად. ყოველ დღეს 7 საათზე იწყებს, ქალაქში ალბათ მის თანატოლებზე ყველაზე ადრე იწყებსცხოვრებას და ბევრ, ძალიან ბევრ რამეს ასწრებს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდშეძლებული ოჯახიდანაა, ცოტა ხნის წინ მიმტანად გადაწყვიტა მუშაობის დაწყება, მისიაზრით აქ მიღებული გამოცდილება იქნება ყველაზე განსხვავებული, იმასთან შედარებითრა გამოცდილებაც წინ ელოდება.

ამ ისტორიის მთელი მორალი მის დამოკიდებულებაში მდგომარეობს იმის მისაღწევად, რაც მას წარმატებად ესახება. წარმატების მიღწევა არც იღბალში არც მხოლოდშრომისმოყვარეობაში და არც ნიჭის ქონაშია, ეს წარმატების დაგეგმვის უნარის ქონასა დამის მუდმივ განვითარებაშია. წარმატების დაგეგმვა კი ჩვენ ასე გვესმის: იპოვო შენიფუნქცია, სწორად იშრომო ამ ფუნქციის რეალიზებისთვის და ამის პარალელურადმუდმივად იზრუნო უნარ–ჩვევების განვითარებაზე ისევ შენი მთავარი ფუნქციის უკეთშესასრულებლად.

იპოვო შენი ფუნქცია

დანიშნულების პოვნა ადვილი არ არის. ეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეულიამოცანაა. ამას გვეუბნებიან ასაკოვანი, დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები, სასულიერო პირები. ყველა თავისებურ გზას გვთავაზობსამის საპოვნელად. ყველაზე დიდი შეცდომა კი რაც ფუნქციის პოვნის დროს შეიძლებამოგვივიდეს ისაა, რომ ზედმეტად გადავამეტოთ ძებნის პროცესი, იმაზე მეტი დრო, ენერგია დავახარჯოთ ვიდრე საჭიროა. შედეგად კი ის მივიღოთ, რომ იდეალურ ვარიანტსშეიძლება ვერ მივაგნოთ, ვერ მოვიშოროთ უკმაყოფილების გრძნობა და ყოველდღიურადრასაც ვაკეთებთ ის რეალური საქმეც უღიმღამოდ გავაკეთოთ. არადა გამოსავალიგამბედაობაშია – მივიღოთ გადაწყვეტილება რა გვინდა რომ ვაკეთოთ.

ამ დროს ყველაზე მარტივი გზაა გავიხსენოთ რისი კეთება გვსიამოვნებს და რისი კეთებაგამოგვდის კარგად, მათ შორის ყველაზე ოპტიმალური თანხვედრა ავირჩიოთ. ეს სულაცარ ნიშნავს რომ სიცოცხლის ბოლომდე ეს უნდა დარჩეს ჩვენს დანიშნულებად, თუმცა ამმოცემულობისთვის ეს ყველაზე კარგი საშულებაა ვიცოდეთ რას რისთვის ვაკეთებთ, ამასობაში კი ნისლიც იფანტება ხოლმე და გზებიც უფრო უკეთ ჩანს.

იმუშავო სწორად და დაუღალავად

შეიძლება ვიპოვოთ ყველაზე ოპტიმალური როლი, თუმცა მისი წარმატებული რეალიზებაგანწირულია თუ ჩვენი დახარჯული ძალისხმევა ამ ფუნქციის შესასრულებლადარასრულყოფილია.

როგორც ერთ ღამეში ნასწავლი, გამოცდაზე უმაღლეს შედეგს არ იძლევა, ასევეარათანმიმდევრულად მიმართული შრომა ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს. შრომისსიყვარული მუშაობის უნარის გამომუშავებაშია, რაც ძალისხმევის სწორად განაწილებას დაამავე დროს მუდმივ თავდადებას გულისხმობს. რაც უფრო თანმიმდევრულია დასტაბილურია ჩვენი ძალისხმევა, რაც უფრო უწყვეტია ჩვენი მონდომება, რაც უფროგონივრულად დაგეგმილია ჩვენი შრომა, მით უფრო დიდია წარმატება და სარგებელი, რაცჩვენი თავისთვის და სხვებისთვის მოგვაქვს. ამ დროს რატომღაც იღბლიანობისშემთხვევებიც უფრო მატულობს და ჩვენი მზადყოფნაც უფრო დიდია დავინახოთშესაძლებლობები ჩვენს გარშემო და დროულად გამოვიყენოთ ისინი.

თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობის ეფექტი არ ექნება თუ ძალების აღდგენისთვისსაჭირო დროის გამოყოფა არ მოხდა. ამიტომაც შრომის სიყვარული სულაც არ გამორიცხავსდასვენებას, პირიქით ყველაზე შრომისმოყვარეებმა ყველაზე კარგად უნდა იცოდნენდროული განტვირთვის ფასი.

მუდმივად იზრუნო განვითარებაზე და ისწავლო

შეიძლება ჩვენთვის ყველაზე სწორი ფუნქცია ვიპოვოთ, ბევრი ვიშრომოთ ამ ფუნქციისშესასრულებლად, მაგრამ თუ ამის პარალელურად ახალს არ ვისწავლით, ჩვენს თვითგანვითარებაზე დროს არ დავხარჯავთ, ეს მალე თავს იჩენს და ხელსაც შეგვიშლის.

წარმატების დაგეგმვაში ამ კომპონენტის გათვალისწინება მნიშვნელოვანია. სწავლისუწყვეტობა და თანმიმდევრულობა განაპირობებს ეტაპობრივ და მზარდ წინსვლას ჩვენიწარმატებისკენ. შრომის მსგავსად, ერთჯერადი სწავლა არ არსებობს. სწავლის კომპონენტიჩვენგან მიზანმიმართულ დაგეგმილ ძალისხმევას მოითხოვს. თუ ყოველ დილას სწავლითდავიწყებდით, რისთვისაც 50-60 წთ გამოვყოფთ და ჩვენი საქმის უკეთ შესასრულებლადსაჭირო ინფორმაციას/მასალას გავეცნობით, გამოდის რომ თვეში სწავლისთვისდაახლოებით 20 საათს დავხარჯავთ, რაც ყოველდღიურად თითქოს არაფერია, მაგრამსაბოლოო ჯამში მისი ეფექტი პირდაპირ ჩვენი საქმიანობის გაზრდილ ღირებულებაზეაისახება.

ამ სამი კომპონენტის პრიორიტეტულობა დროში იცვლება. თუ ჩავთვლით რომ ფუნქციანაპოვნი გვაქვს, მაშინ შრომა და სწავლა ხდება პრიორიტეტული, თუმცა ამ ორს შორისაცპრიორიტეტის გაკეთება უნდა გვიწევდეს იმ კონკრეტული მომენტის საჭიროებიდანგამომდინარე.

საინტერესოა როგორ შეიცვლება ჩემი სტატიის პერსონაჟის ცხოვრება 5 -10 წლის შემდეგ. სავარაუდოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეიძლება თავისი თავი სხვა როლშიუკეთ დაინახოს, ან ისევ ამ პოზიციაზე დარჩეს. მთავარი ისაა, რომ თუ ამ პრინციპითგააგრძელებს ცხოვრებას დიდი ალბათობით თავის გეგმებს შეასრულებს დაწარმატებისთვის ახალ სამიზნეებსაც ასეთივე მკაფიო ხედვით აიღებს.

 

წყარო: strategy.ge

ავტორი:
თარიღი: 2018/10/28