დიალოგი საკუთარ თავთან - ბედნიერების ფორმულა, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებამდე მიგიყვანთ
არსებობს წიგნებისა და სტატიების სერია, რომელიც ბედნიერების ფორმულას გთავაზობთ, მაგრამ მათ წასაკითხად უამრავი დროა საჭირო. ქვემოთ მოცემული სტატიისთვის კი სულ რამდენიმე წუთი დაგეხარჯებათ, რომელსაც, სავარაუდოდ, ცნობიერების შესაცვლელად თქენივე სურვილის საფუძველზე გამოჰყოფთ. უბრალოდ, დაუფიქრდით მოცემულობებს და გაეცით პასუხი კითხვებს, რომელიც თვალში პუბლიკაციის კითხვის დროს მოგხვდებათ.

დიალოგი საკუთარ თავთან

მე უბედური ვარ!

მაშინ შეცვალეთ რაღაც საკუთარ ცხოვრებაში. ან შეიცვალეთ მთლიანად.

რა შევცვალო?

რაც გნებავთ! აირჩიეთ რამე და დაიწყეთ მოქმედება.

თავბრუ მეხვევა

ღრმად ჩაისუნთქეთ და პირველ ეტაპზე გააკეთეთ ის, რისი გაკონტროლებაც შეგიძლიათ.

იქნებ, უფრო ბედნიერი გავხდე, თუ მეტ ფულს ვიშოვი…

დიახ, მაგრამ ეს ვერ მოგანიჭებთ სრულ ბედნიერებას.

მაგრამ არის რამე ფულზე მნიშვნელოვანი?

დრო, რომელსაც მათთან ატარებთ, ვინც გეძვირფასებათ. დრო, რომელსაც მათზე ხარჯავთ, ვინც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ დაკარგულ დროს, ვეღარ დააბრუნებთ. მას გაფრთხილება სჭირდება.

მე არ მყოფნის დრო

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არასწორი პრიორიტეტები გაქვთ.

მაგრამ მე ბევრი რამ მაქვს მოსასწრები

გააკეთეთ ნაკლები. ისწავლეთ „არა“-ს თქმა.

ვალდებული რომ ვარ, გავაკეთო?...

ასე არაა. თუ თქვენ რაიმე წინადადებაზე გსურთ უარის თქმა, უნდა თქვათ.

მაგრამ Х-ი ამაზე შეიძლება, გამინაწყენდეს

ეს თქვენ არ გეხებათ. სჯობს უარის თქმა, ვიდრე იძულებით რაიმეს კეთება.

მაგრამ ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არაა

შესაფერისი დრო არც არასდროს იქნება. თუ ყოველთვის ასეთ დროს დაელოდებით, ვერასდროს ვერაფერს მიაღწევთ, შემდეგ კი საკუთარ თავს იმაზე უსაყვედურებთ, რომ მის დასაწყებად „შესაფერისი დროის“ გამოძებნა ვერ მოგიხერხდათ.   

მაგრამ ეს ძალიან რთულია!

ამ ცხოვრებაში მარტივი არც არაფერია...

ვიცით…  ეს რომ მარტივი იყოს, მაშინ აქამდე ყველა ბედნიერი იქნებოდა, მაგრამ... საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლა არ შემიძლია

შეწყვიტეთ საკუთარი თავის შეზღუდვა მსგავსი აზრებით.  თქვენ „ვერ შეძლებთ“ ვერაფრის გაკეთებას მანამ, სანამ ამას არ გააკეთებთ.

მე ეს ვერ დამეხმარება

კარგი, მაშინ განაგრძეთ ცხოვრება ისე, როგრც ცხოვრობთ

მაგრამ რომ არ ვარ კმაყოფილი ცხოვრებით?

თუ თქვენ ასე გააგრძელებთ, ერთსა და იმავეს გააკეთებთ, ბუნებრივია, შედეგიც იგივე დარჩება. ჩვენ ან ვიზრდებით, ჩვენ ან ვიცლებით და ვკხვდებით. არჩევანი ჩვენზეა!

თარიღი: 2018/10/28