„გათავისუფლდით ამ 4 ჩვევისგან და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ“ -  რჩევები მილიარდერისგან
„გათავისუფლდით ამ 4 ჩვევისგან და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ მიზანს“ - მილიარდერი რეი დალიო საზოგადოებას რამდენიმე საჭირო და პრაქტიკულ რჩევას უზიარებს. მისი თქმით, ადამიანის მიერ არჩეული მიზანი მისი ცხოვრების მიმართულებას განსაზღვრავს. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ აუცილებლად იარსებებს რამდენიმე შესაძლობლობა, რომლიდანაც ადამიანმა საუკეთესოს არჩევა უნდა მოახერხოს. მთავარი ამოცანაა - იპოვოს ის და ეყოს გამბედაობა, მიჰყვეს არჩევანს.  

  1. ნუ შეეცდებით, მიიღოთ ყველაფერი, რისი მიღებაც შესაძლებელია
თავდაპირველად, უნდა განსაზღვროთ, რა გსურთ ყველაზე მეტად და მთელი ყურადღება ამ მიზანს უნდა მიაპყროთ.  დანარჩენზე კი უარი უნდა თქვათ.

ცხოვრება უზარმაზარ შვედურ მაგიდას ჰგავს, სადაც ალტერნატივა იმდენია, რომ ყოველთვის შეგიძლიათ დაიწყოთ თავიდან. მიზნის არჩევა ნიშნავს სხვებზე უარის თქმას და მთელი ყურადღების იმაზე კონცენტრირებას, რისი მიღებაც ყველაზე მეტად გინდათ.

ზოგიერთი ადამიანი  წარუმატებლობას უკვე ამ ეტაპზე, დასაწყისშივე განიცდის. იმის შიშით, რომ უარი არ თქვან კარგ ვარიანტებზე უკეთესის სასარგებლოდ, ერთდროულად მრავალი მიზნის მიღწევას ცდილობენ. შედეგად, ან ძალიან მცირედს, ან საერთოდ ვერაფერს აღწევენ.  

  1. არ უნდა აგერიოთ მიზნები სურვილებში
სწორი მიზანი - ეს ისაა, რისი მიღწევაც ნამდვილად გჭირდებათ. სურვილი კი - ის, რასაც ამაში ხელის შეშლა შეუძლია. მაგალითად, თქვენი მიზანი შეიძლება, იყოს კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნება, მაგრამ სურვილი  - გემრიელი, კალორიული საჭმლის დაგემოვნება.  თუმცა როდესაც საქმე კარიერას ეხება, სურვილები და მიზნების სინქრონიზაცია შესაძლებელია. მაგალითდ, თუ თქვენ გსურთ მეტი იმუშაოთ ხალხთან და არ იჯდეთ მთელი დღე მარტო კაბინეტში თქვენს სამუშაო მაგიდასთან,  შეგიძლიათ იპოვოთ სამსახური, რომელიც მოგცემთ ერთსაც და მეორესაც. გადაწყვიტეთ, რა გსურთ ცხოვრებისგან და შეუსაბამეთ ის თქვენივე სურვილებს. ასე ცხოვრება სრულფასოვანი გახდება.  

  1. არ უნდა იბრძოლოთ არასაჭირო ჯილდოსთვის
მოტივაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ფინანსური. არ უნდა აგერიოთ წარმატების გარე ატრიბუტები თავად წარმატებაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ისწრაფვოდეთ მიღწევებისკენ, მაგრამ ისინი, ვინც ძვირფას სამოსზე ან მანქანაზე არიან ორიენტირებულები, იშვიათად არიან ბედნიერები. მათ, უბრალოდ, არ იციან, რა სჭირდებათ სინამდვილეში. მრავალი წარმატებული მეწარმე ამბობს, რომ მათი მოტივატორი გახდა არა ფული, არამედ თვითრეალიზაცია. მათ შორის არიან ტიმ კუკი, რიჩარდ ბრენსონი და უორენ ბაფეტი.

  1. უნდა მისცეთ თავისუფლება ოცნებებს
არ შეიზღუდოთ თავი და საკუთარი ოცნებები. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები. მაგალითად, შეუძლებელია, გახდეთ ცენტრალური თავდამსხმელი კალაბურთის გუნდში, თუ თქვენ არ ხართ სათანადო სიმაღლის. ან გაირბინოთ კოლომეტრნახევარი 4 წუთში, როდესაც თქვენ 70 კგ-ს იწონით. მაგრამ თუ მსგავს ნიუანსებს არ გავითვალისწინებთ, არ არსებობს ზედმეტად დიდი ოცნება.

ის, რაც თქვენ უტოპიურად არ გეჩვენებათ, განისაზღვრება იმით, რა იცით იმ მომენტისთვის. მეტ მოლოდინებს კი მეტი შესაძლებლობები ქმნის. როდესაც მიზნებს იმის გათვალისწინებით ზღუდავთ, რისი გაკეთებაც იცით კონკრეტულ მომენტში, საკუთარ თავს მეტის მიღწევის საშუალებას ართმევთ. ორიენტირი უნდა იყოს მიზანი და არა იმწუთიერი მოცემულობა, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, შეცვალოთ, თუ მოინდომებთ.

* * *

თავად დალიომ საკუთარი გზა ფინანსურ სამყაროში ძალიან ადრე დაიწყო. პირველი აქციები 12 წლის ასაკში შეიძინა, ხოლო 20 წლისამ ჰარვარდის ბიზნესსკოლა დაამთავრა. 26 წლის ასაკში საკუთარ სახლში კომპანია Bridgewater Associates გახსნა. ახლა ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰეჯ-ფონდია.

 

წყარო: lifehacker.com

თარიღი: 2018/10/30