5 მენტალური ხაფანგი, რომელშიც სტარტაპერები ხვდებიან
არსებობს რამდენიმე ჩვევა, რომელზეც წარმატებული წინსვლისთვის სტარტაპერებმა უარი  უნდა თქვან. მაგალითად, დამწყებმა მეწარმემ უნდა გაიაზროს, რომ არაა ვალდებული, ყველა ამოცანის ამოხსნაში პირადად იყოს ჩართული და არც იმის მტკიცებაა მართებული,  რომ შეუსვენებელი შრომის გარეშე წარმატების მიღწევაა შეუძლებელი.

ინვესტორმა და მეწარმემ, ალექს პეილიმ აღიარა, რომ კარიერის დასაწყისში მსგავს შეცდომებს თვითონაც ხშირად უშვებდა. მისი თქმით, არსებობს სხვა მენტალური ხაფანგებიც, რომელშიც სტარტაპერები ხშირად ხვდებიან. რამდენიმე მათგანი პეილიმ medium-ს გაუზირა.

  1. ფიქრობთ, რომ სხვებზე სწრაფად გააკეთებთ საქმეს
როდესაც ხედავთ, რომ თქვენი გუნდის რომელიმე წევრი ძალიან ნელა მუშაობს, ფიქრობთ,  რომ სჯობს ეს  თქვენ თვითონ გააკეთოთ. ყველაზე ხშირად მეც სწორედ ამ შეცდომას ვუშვებდი. ასეთ ხაფანგში თითქმის ყველა დამფუძნებელი ებმება, რომლის სტარტაპიც განვითარების ადრეულ ეტაპზე იმყოფება. ეს განსაკუთრებით საგრძნობი ახალი თანამშრომლის შემთხვევაში ხდება. სინამდვილეში  ახალ კადრს დრო, რიტმში ჩადგომა სჭირდება - რასაკვირველია, სამსახურში ავყანისთანავე, ის ყველაფერს ისე სწრაფად ვერ გააკეთებს, როგორც თქვენ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ამ მიმართულებით სათქმელი აღარ გექნებათ. თუ თქვენ მუდმივად აიღებთ თქვენი კოლეგების საქმეს საკუთარ თავზე, ისინი ვერასდროს შეძლებენ დამოუკიდებლად მუშაობას და თქვენ ვეღარ მოახერხებთ თქვენი ბიზნესის მასშტაბირებას.

  1. აფასებთ საათებს და არა პროგრესს
სტარტაპების სამყაროში ხშირად ტრაბახობენ იმით, რომ სამსახურში ადრე მიდიან ან ღამესაც ოფისში ატარებენ. რეალურად, ეს განაცხადი კომპანიის სწორი ფუნქციონირების მაჩვენებელი არაა.  მნიშვნელოვანი საათები კი არა, პროგრესია. სჯობს გუნდის ყველა წევრი გამოძინებული, დასვენებული და მოტივირებული მოვიდეს. არავის სჭირდება  ოფისში მჯდომი დაღლილი და არაპროდუქტიული თანამშრომელი. იმისთვის, რომ ადამიანის მიერ კომპანიაში შეტანილი წვლილი იყოს სათანადოდ შეფასებული, უნდა განისაზღვროს შემდეგი მაჩვენებლები.

  • რა ამოცანებს ასრულებს კონკრეტული პირი
  • ყოველთვის იცავს თუ არა დედლაინს
  • და რამდენად სანდო და პატივცემული წევრია გუნდში
თუ თქვენ პირველ რიგში მიზნებსა და პროგრესს შეხედავთ და არა სამუშაო საათების რაოდენობას,  საკუთარ თავსაც დაეხმარებით და თანამშრომლებსაც.

  1. გგონიათ, რომ შესვენების უფლება არ გაქვთ
ბევრი დამფუძნებელი საკუთარ თავს შეუსვენებლად 18 საათის განმავლობაში მუშაობას აიძულებს, არ აძლევს თავს ძილისა და შვებულების უფლებას. ჰგონია, რომ ვალდებულია, იცხოვროს ასეთ ტემპში.

თუ თქვენ მუდმივად საქმეში ხართ ჩაფლულები და იძულებულები ხართ, შესვენების გარეშე გააგრძელოთ მუშაობა, დაფიქრდით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.

  • ყურადღება სხვა რამეზე გადაგაქვთ (მაგალითად, ელექტრონულ ფოსტაზე მოსულ ყველა წერილს მაშინვე პასუხობთ, მაშინაც კი , თუ ამის საჭიროება არ გაქვთ)
  • არასწორად განსაზღვრავთ საკუთარ დროს
  • არ ასრულებთ ძირითად სამუშაოს
  1. ცდილობთ, იყოთ „მაგარი უფროსი“
უფროსობასა და მეგობრობას შორის დიდი სხვაობაა.  როდესაც თქვენ ახლა იწყებთ საქმეს  და დამოკიდებული ხართ გუნდზე, ინვესტორებსა და საკუთარ თავზეც კი, სჯობს იყოთ უფროსი.  ასე იძულებულები იქნებით, აბსოლუტურად გულწრფელები იყოთ კონსტრუქციული კრიტიკისა და დავალებების მიცემის დროს. მეგობრობა ძალიან კარგია, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში, შესაძლებელია, საქმეც გააფუჭოს. გარდა ამისა, გარკვეულ შემთხვევებში, ასეთ დამოკიდებულებას რამდენიმე არასახარბიელო შედეგამდეც მივყავართ:

  • იწევს არაჯანსაღ ატმოსფეროს კომპანიაში. ყოველი თანამშრომელი ფიქრობს არა საქმის პროდუქტიულად შესრულებაზე, არამედ იმაზე, როგორ მოხვდეს ხელმძღვანელთან დაახლოებული პირების რიცხვში.
  • ნეგატიურ გავლენას ახდენს თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე. არ საუბრობთ პრობლემებზე ხმამაღლა და ვერც მათ გადაჭრას ახერხებთ.
  • აზიანებს თქვენ სპროდუქტს, რადგან არ არსებობს სათანადო უკუკავშირი არც მომხმარებლისგან და არც თანამშრომლებისგან
  1. გგონიათ, რომ ყველას უნდა უთხრათ, რამდენად „მაგრად“ მიდის თქვენი ბიზნესი
ეს ძალიან პოპულარული მენტალური ხაფანგია, რომელშიც ხშირად ებმებიან კომპანიების დამფუძნებლები. ჰკითხეთ თქვენს მეგობარს ან კოლეგას, რომელმაც ეს-ესაა გახსნა საკუთარი კომპანია, თუ როგორ მიდის საქმეები? 99%-ის შემთხვევაში, აუცილებლად მიიღებთ პასუხს, რომ იდეალურად აქვთ ყველაფერი.  ასეთი პასუხი არც ისე სახარბიელო შედეგს იძლევა:

  • თქვენ ხელიდან უშვებთ შანსს, რომ მიიღოთ კარგი რჩევა ან დახმარება
  • ამან შეიძლება გამოიწვიოს მოსაუბრის გაღიზიანება, რადგან შეიძლება ჩათვალოს, რომ ეტრაბახებით და საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობთ.
  • შეიძლება დაკარგოთ ნდობა, როდესაც ის გაიგებს, რომ რეალურად ყველაფერი კარგად არაა.
როდესაც მსგავსი პრობლემის წინაშე ვდგავარ, ამას არც ვმალავ. ვამბობ, რომ ყველაფერი რთულადაა. ამით ვღებულობ ემოციურ კავშირს მათგან, ვინც მსავსი სირთულეები უკვე გაიარა.

ნებისმიერი სტარტაპი უშვებს შეცდომებს და ეს ნორმალურია. მთავარია, არ დავუშვათ შეცდომები, რომლის არიდება შესაძლებელია. დასაწყისისთვის კი უნდა მოვახერხოთ, რომ არ გავებათ რომელიმე მენტალურ ხაფანგში.

medium.com

თარიღი: 2018/10/31