„შეწყვიტეთ შესაფერისი დროის მოლოდინში ცხოვრება“
ყველა ჩვენგანს აქვს ოცნება, რომლის განხორციელებასაც გეგმავს, მაგრამ შესაფერის დროს ელოდება. ეს კი მის მიერ დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომაა. ადამიანებმა საკუთარი ჩანაფიქრების ხორცშესხმა უნდა ისწავლონ, ამისთვის კი მოქმედება, დაუყოვნებლივ, აი, ამ წუთიდან უნდა დაიწყონ. ინტერნეტპორტალი medium.com-ი ერთგულ მკითხველებს რამდენიმე რჩევით მიმართავს:

ბევრს ეშინია ცვილებების და კმაყოფილდებიან იმით, რაც აქვთ. ამ კატეგორიის ხალხი ვერ რისკავს კომფორტის ზონის მიტოვებას. თუმცა ხანდახან უცნობ სამყაროში ნახტომის გაკეთებაც ღირს. თქვენ ხართ პასუხისმგებლები იმისთვის, რაც თქვენს თავს ხდება.

იმაზე წუწუნით, რომ  რთული ბედი გხვდათ წილად, ვერ შეცვლით რეალობას. ყველას გვაქვს გარკვეული და თან არაერთი პრობლემა. გადავჭრით ერთს, მოდის მეორე, მოვაგვარებთ მეორეს და ჰორიზონტზე მაშინვე ჩნდება მესამე და ა.შ. ესაა ცხოვრება. ის ჩვეულებრივად, თავისი სირთულეებით და ბედნიერი მომენტებით, გარკვეული ჯერადობით მიდის. ყველაფერს აქვს თვისი დრო და მიზეზი. ამ ჯერადობაში შესაძლოა, ვერასდროს იპოვოთ დრო, რომელსაც შესაფერისად მიიჩნევთ. ასეთი მომენტი თქვენ თვითონ უნდა შექმნათ. ვერავინ მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენ ნაცვლად, თქვენი ბედნიერება მხოლოდ თქვენ ხელშია. უნდა იმოქმედოთ, მხოლოდ ცვლილებების დაგეგმვა არაფერს მოგიტანთ.

როდესაც რაღაცას ვგეგმავთ, გვეჩვენება, რომ უკვე მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვართ. ეს მართლა ასეა, მაგრამ თუ ეს გეგმები ფურცელზე გაკეთებულ ჩანაწერებად დარჩება, მაშინ სიტყვებს რაღა აზრი აქვს?

არც მრავალი წაკითხული წიგნი უშველის საქმეს, თუ მას კონკრეტული ქმედებები არ მოჰყვა. ნებისმიერი თეორია უნდა გამაგრდეს პრაქტიკით. რაიმეს მისაღწევად კი სწორი მიმართულებით ყოველდღიური მსვლელობაა საჭირო.

ნუ ქმნით საკუთარი თავისგან მსხვერპლს. თითოეული ჩვენგანს აქვს პრობლემა. მრავალი მათგანი საოცრად რთული გადასაჭრელია, მაგრამ გადაუჭრელიც არაფერია.  

ნუ ცდილობთ საკუთარი თავი ფინანსური ან/და ოჯახური მდგომარეობის მსხვერპლად წარმოადგინოთ. არსებობს უამრავი მაგალითი, რომ ადამიანები ყველაზე დიდი სიღრმიდან ასულან მწვერვალზე.

ნუ ეძებთ საკუთარი უმოქმედობის გამართლებას. უბრალოდ, აიღეთ და გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც, დიდი ხანია, გსურთ.

 

წყარო: medium.com

თარიღი: 2018/10/31