ჰარმონია საკუთარ თავთან–ანუ რატომ უნდა აირჩიოს ჯანსაღი ცხოვრების წესის მსურველმა „კლუბი 71“?
ჯანსაღი ცხოვრების წესი რომ ადამიანის ჯანმრთელობისა და როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია, ამაზე აღარავინ დავობს. 21–ე საუკუნის ცხოვრების სტილი, რეჟიმი და წესი ძალიან ბევრი ადამიანისთვის ჯანმრთელობის დაზიანების წინაპირობა გახდა. შედეგად ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა საუბარი ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის აუცილებლობაზე, რაც პირველ რიგში ადეკვატურ ფიზიკურ აქტივობას, სწორ კვებასა და მავნე ჩვევებისგან (თამბაქო, ალკოჰოლი და ა.შ) გათავისუფლებას გულისხმობს. 

საკითხი აქტუალურია საქართველოსთვისაც. ჩვენი ქვეყანა ერთ–ერთი მოწინავეა თამბაქოს მოხმარების კუთხით, ასევე საკმაოდ ხშირია დაავადებები, რომელთა გამომწვევი მიზეზიც სწორედ არაჯანსაღი კვება და არაადეკვატური ფიზიკური აქტივობა შეიძლება გახდეს (მაგ; გულ–სისხლძარღვთა დაავადებები). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა და გახშირდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც სურს ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიოს. ამის ნათელი დადასტურება ბოლო წლებში მომრავლებული ფიტნესს კლუბები, რაც ცალსახად დადებითი ტენდენციაა. თუმცა სწორი ფიზიკური აქტივობა უბრალოდ ვარჯიში არაა. ის ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია და შესაბამისად, ადეკვატურ ფიზიკურ ვარჯიშს კვალიფიციური ინსტრუქტორი სჭირდება, ვინც ადამიანს თავისი ინდივიდუალობიდან გამომდინარე შესაბამისს მიმართულებას მისცემს და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში დაეხმარება. 

თბილისში ერთ–ერთი ასეთი ადგილი, სადაც ადამიანს სწორედ მასზე მორგებულ, ინდივიდუალურად შემუშავებულ ფიზიკური აქტივობის რეჟიმს პროფესიონალი ტრენერები უგეგმავენ არის "კლუბი 71". "ბიზნესპოსტი" "კლუბ 71"–ის საქმიანობასა და დაგეგმილ სიახლეებზე გენერალურ მენეჯერს, ნათია ფერაძეს ესაუბრა: 

რას სერვისებს სთავაზობს "კლუბი 71" მომხმარებელს, რა დაგხვდება თქვენთან მოსულ სტუმარს? 

–„კლუბ 71“-ში ერთადაა თავმოყრილი აუზი, საუნის თუ შხაპის სხვადასხვა სახეობა, თანამედროვე ტრენაჟორებით აღჭურვილი დარბაზი, საუკეთესო ველოსიპედებით დაკომპლექტებული სპინინგის ოთახი და საცოცი კედელი, სტუდიური ვარჯიშები, მსოფლიოში აღიარებული ბრენდის „ელემისის“ სპა.

„კლუბი 71“ არის ადგილი, რომელიც აერთიანებს ცხოვრების ჯანსაღ წესზე შეყვარებულ ადამიანებს. სივრცე, სადაც ივარჯიშებთ, მიაღწევთ იდეალურ ფიზიკურ მდგომარეობას, დაისვენებთ და განიტვირთებით რთული და სტრესული დღის შემდეგ.

ეს სეგმენტი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით განვითარდა და გაიზარდა, რატომ უნდა აირჩიოს პოტენციურმა კლიენტმა მაინცდამაინც "კლუბი 71", რა გამოგარჩევთ კონკურენტებისგან ყველაზე მეტად? 

–„კლუბი 71“ ერთადერთი ადგილია, სადაც გაჯანსაღებისთვის და განტვირთვისთვის აუცილებელი ყველა სახის მომსახურების მიღება კომპლექსურად არის შესაძლებელი. 

ჩვენი მიზანია, გავუფრთხილდეთ და ხელი შევუწყოთ ყველაზე ღირებულს – ჯანმრთელობას და გავუზიაროთ რჩევები და შეხედულებები ერთმანეთს. დროებით მოვწყვიტოთ ადამიანები ყოველდღიურ რუტინას და შევუქმნათ კომფორტული გარემო. 

„კლუბ 71“-ში პროფესიონალები ზრუნავენ ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურად მორგებული პროგრამის შექმნაზე, ასევე აძლევენ რჩევებს სწორედ ვარჯიშის, კვების, ძილის შესახებ.

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანი მეტად უნდა უსმენდეს საკუთარ სხეულს, ვინაიდან ის ბევრ ინფორმაციას გვკარნახობს. თუ ადამიანი ენერგიულად გრძნობს თავს და ინტენსიური ვარჯიში სურს – ჩვენი სატრენაჟორო დარბაზი ამისათვის მუდმივად მზადაა; მხოლოდ ცურვის მსურველის მუდმივ განკარგულებაშია კლუბის საცურაო აუზი; თუკი ადამიანი გამოუძინებელია და ჩვენთან განტვირთვისთვის მოვიდა, ამ დროს ფიზიკური დატვირთვა არ არის რეკომენდებული, ამიტომ სპაში ვუმასპინძლებთ. სწორედ ეს მრავალფეროვნება და მიდგომები არის გამორჩეული "კლუბ 71"-ში.

​–როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად ვის სჭირდება თქვენი სერვისები, პირველ რიგში ვის ურჩევდით კლუბის აქტიური მომხმარებელი გახდეს? 

–ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია სისტემატიური ფიზიკური აქტივობა, რომელიც პროფესიონალის მიერ უნდა იყოს ინდივიდუალურად მისთვის დამუშავებული. თუმცა, განსაკუთრებით გადამწყვეტია პერიოდული ვარჯიში ისეთი ადამიანებისათვის, რომლებიც მთელ დღეს სამსახურში ატარებენ და უმეტესი დრო სხედან. არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა ბევრი პრობლემის საწყისი შეიძლება გახდეს: სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ შეძენილი დაავადებების დაახლოებით 70% გამოწვეულია უმოძრაობით. სისტემატიური და სწორი ვარჯიში კი დადებითად მოქმედებს როგორც ფიზიკურ მდგომარეობაზე, ასევე გონებრივ შესაძლებლობებსა და დადებით განწყობაზე.

რა სიახლეს სთავაზობთ პოტენციურ კლიენტებს წინასაახალწლოდ?

–ახალი წელი სიახლეების დროა. ბევრი ადამიანი სწორედ ახალი წლის დადგომისას ისახავს გეგმებს მომდევნო წლისათვის, საკუთარ თავის გარკვეულ პირობებს აძლევს. უმეტეს შემთხვევაში დანაპირები ცხოვრების წესის გაჯანსაღებას მოიაზრებს. სწორედ ამ მოთხოვნას გამოვეხმაურეთ კლუბიდან და შევთავაზეთ პოტენციურ კლიენტებს ფასდაკლება 10%-ის ოდენობით ყველა სახის საწევრო პროდუქტზე. იმ შემთხვევაში, თუ მეგობარსაც აიყოლიებს ამ სასარგებლო წამოწყებაში, მაშინ ფასდაკლება 15%-მდე გაიზრდება, 2 ან მეტი მეგობრის შემთხვევაში კი - 20%-მდე. ჩვენ მზად ვართ ახალი წევრები მივიღოთ ჩვენს დიდ ოჯახში 2019 წლიდან. აქცია ძალაში 2018 წლის 31 დეკემბრამდეა. 

                            

 

თარიღი: 2018/12/27