ჩაი "კონა"-საქართველოს მთებში აღმოჩენილი სურნელი და გემო, რომელიც ევროპაში წარმატებით იყიდება
"კონას" შექმნა საფრანგეთიდან ჩამოსული ერთი მუჭა თესლით დაიწყო, რომელიც ჩემს ბაღში აღმოცენდა და ლამაზ ბრენდად იქცა" - ამბობს ნატალია ფარცხალაძე, რომელიც ჩაის ბრენდის შემქმნელია.

"კონა” არის ყველასთვის, რადგან ყველა ადამინს სურს სიყვარული, ფორმაში ჩადგომა, გათბობა, გაგრილება, ტკბილი ძილი და მარადიული სილამაზე. ასე შეიქმნა კონას კომპოზიციები: ალი და ნინო - სიყვარულისთვის, ზენა - რომელიც  დეტოქსის ფუნქციით გამოირჩევა, აღმოსავლური ზღაპარი - სითბოს მოგგვრით, ცია” - სიგრილეს, ნაინა - ტკბილად დაგაძინებთ, ხოლო მარადიული გაზაფხული სილამაზეს შეგინარჩუნებთ. "კონა" არის სურნელის, გემოს,  ვიზუალის, ხარისხის და ამბავის კომბინაცია.

 ბიზნესპოსტი“  ჩაი „კონას“  შექმნის ისტორიაზე, მის განვლილ გზაზე და სამომავლო სიახლეებზე მის დამფუძნებელს ნატალია ფარცხალაძეს ესაუბრა:

"კონას თორმეტივე ჩაი, არის ერთობა ჩვენ მიერ მოყვანილი, ველურად შეგროვებული და შორიდან ჩამოსული ბალახ-ბულახის. კონა ხომ, ძველი რწმენის მიხედვით, ფლობს საკვირველმოქმედ ძალას. ძალა, სწორედ, ბალახების ერთობაშია.

კონას აქვს თორმეტი ფერი და  თორმეტი ამბავი, რომელიც გვინდა გიამბოთ. მათი ინგრედიენტები თითქმის არ მეორდება. თითოეულ ინგრედიენტს თავისი ადგილი და ფუნქცია აქვს. თქვენთვის ვარჩევთ საუკეთესოს - სუფთა, დაუბინძურებელი გარემოდან და ხარისხიანს.

ჩვენს გამაში არის 4 კოლექცია: Wellness collection,  Herbal Zen collection, Epicurean Collection - სადაც შედის 9 სახეობის ბალახეული ნაკრები და Guria Grand Cru Collection - შავი, მწვანე და მოცვის ფოთლის ჩაი”

- როგორია ჩაის შექმნის პროცესი? სად მოიპოვება ის კონკრეტული ჩაი და ბალახეულობა, რომლის სინთეზიც ქმნის ,,კონას" არომატებსა და კომპოზიციებს?

-კონა არის საუკეთესოს ერთობა, შეგროვებული სათუთად და სუფთა გარემოდან ფუნქციური ნარევები, რომლებიც სასარგებლოცაა და გემრიელიც. ეს იდეა ამ პატარა ლექსით გამოვხატეთ:

"კუთხე-კუთხე დავიარეთ მთა და ბარი
ყვავილები შევაგროვეთ კონა-კონა.
ბალახების ერთობაში ძალა არის
შენს კონაში ცხრავე მხარე შეიკონა ".

ჩაის გურიიდან გვიგზავნინ, არომატული ბალახები კონას ბაღში მოგვყავს, ზოგი მცენარე ველურად შეგროვებულია მიმდებარე მინდვრებში, ნაწილი კი, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ალპურ ზონაშია მოპოვებული. ზოგ კომპოზიციაში არის ისეთი ინგრედიენტები, რაც არ მოდის საქართველოში. მაგალითად: როიბოსი, ლემონგრასი, დარიჩინი, კაკაოს მარცვლები და ა.შ. ისინი ჩამოგვაქვს და ადგილობრივ ბალახებთან შერევით იქმნება უნიკალური გემოები.

- როგორია თქვენი მთავარი ბიზნეს პრინციპი, რომელიც გეხმარებათ ბრენდის შექმნაში?

-კონას პრინციპია ,,Pauca sed bona" - ,,ცოტა, მაგრამ საუცხოო" - რადგან რაც ძალიან კარგი და ექსკლუზიურია, ვერ იქნება ბევრი. ,,კონა", არის ფასეულობაზე დაფუძნებული და მათთვის, ვინც ამ ფასეულობებს იზიარებს. გემრიელი - მათთვის, ვინც ჰედონისტია და უყვარს სიამოვნება, სასარგებლოა მათთვის, ვინც მისდევს ჯანმრთელი ცხოვრების წესს, ხოლო ხარისხიანი - მათთვის, ვინც აფასებს ხარისხს.

-მოგვიყევით თქვენს ევროპულ წარმატებაზე. როგორ მოხვდა პარიზის ჩაის სახლის დახლებზე ჩაი ,,კონა"?

-პარიზული უძველესი ჩაის სახლი Marriage Freres ჩემთვის მუდამ შთაგონების წყარო და მოდელი იყო. ყოველთვის, როდესაც პარიზში ვარ, ვსწავლობ მათ პროდუქციას, სიახლეებს. ერთხელაც, აღმოვაჩინე, რომ მათ ჰქონდათ ქართული ჩაი. რა თქმა უნდა, შევიძინე. ჩაი იყო ძალიან უხარისხო, რამაც გული დამწყვიტა, მაგრამ დესკრიფცია, რომელიც მას ჰქონდა, იყო შოკისმომგვრელი - ,, true Russian tea from Georgia / le vrai the noir russe de Georgie". ქართული ჩაის ასეთმა დაბალმა ხარისხმა და ამგვარად პოზიციონირებამ მაშინვე გადამაწყვეტინა მათთვის კონას ჩაი შემეთავაზებინა.  ასე დავიწყეთ თანამშრომლობა, მათ ახლა აქვთ საუკეთესო ქართული ჩაი. ბუნებრივია, ის წარწერაც გაქრა.

-როგორია ბრენდის განვითარების სამომავლო გეგმა და რა სიახლეებს უნდა ველოდეთ თქვენგან?

-კონა თავის პრინციპს არ უღალატებს, არის და დარჩება არაინდუსტრიულ ბრენდად. ჩვენი ერთჯერადი ჩაის კოტონის ქისები ხელითაა შეკერილი და თეგად ნამდვილი ყვავილები აქვს მიკერებული. ჩვენი მთავარი კაპიტალი არის რეპუტაცია, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში ,,კონამ" მოიპოვა საქართველოში. ეს რეპუტაცია დაფუძნებულია სტაბილურ, უმაღლეს ხარისხზე და ბრენდის ნდობაზე. ვუფრთილდებით მას და ვცდილობთ გავითვალისწინოთ თითოეული ჩვენი კლიენტის აზრი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი მომხმარებელი, არის ძალიან ლოიალური ადგილობრივი პროდუქციის მიმართ, გემოვნებიანი და ერთგული.  მიუხედავად იმისა, რომ კონას ნიშური პროდუქტი ექსპორტზეც გადის, სამშობლოში რეპუტაცია და სტაბილური ბაზარი ჩვენთვის უმნიშვნელობანესია. 

-სად არის შესაძლებელი ჩაი ,,კონას" შეძენა?

-ყველაზე სტაბილური ადგილი, ჩვენივე ონლაინ შოპია www.kona.bio - გამოწერიდან მეორე დღეს მოგიტანენ და ეს სერვისი უფასოა. დახლებზე ნახავთ: ,,ბადაგში", ,,ჩაიმანიაში", ,,8000 მოსავალში", ,,ქართულ კალათაში". კონას რითეილის ობიქეტებსაც ჩვენს საიტზე ნახავთ, მისამართებით.

დიდი სურვილი გვაქვს ჩვენივე მაღაზია გავხსნათ, სადაც კონსულტაციების მიღება იქნება შესაძლებელი, მოგიყვებით ბალახების მოხმარების წესებზე და იქვე იქნება შესაძლებელი, კონკრეტულ ადამიანზე მორგებული ნაკრების დამზადება - გემოვნების და ფუნქციების მიხედვით.  სად და როდის იქნება კონას მაღაზია, მალე შეგატყობინებთ.

 

 

 

 

 

 

თარიღი: 2019/01/03