„ანემონე" - მცენარეების სიყვარულით დაწყებული ბიზნესი
„მაღაზია ,,ანემონე'' 2017 წელს გაიხსნა და უკვე ერთი წელია არსებობს. შექმნის იდეა აივნის მოვლითა და მასზე ზრუნვით დაიწყო. ეს ყველაფერი კი ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ ხშირად მიწევდა სხვადასხვა ლოკაციაზე წასვლა რათა შემერჩია მცენარეები და შემექმნა ერთი კომპოზიცია" - ამბობს ანი არველაძე.

,,ბიზნესპოსტი" ანის ,,ანემონეს" შექმნის ისტორიაზე და კიდევ სხვა საინტერესო საკითხზე ესაუბრა:

-როგორ გაჩნდა ,,ანემონეს'' შექმნის იდეა?

- პატარა, რომ ვიყავი ვუყურებდი გამზრდელი ბებია, როგორ ზრუნავდა და უვლიდა ქოთნის ყვავილებს სახლში, ვხედავდი, რომ ეს მისთვის ყოველდღიური რუტინა კი არ იყო, არამედ სასიამოვნო პროცესი, რომელსაც დიდი სიყვარულით აკეთებდა. ზაფხულში, როდესაც დასავენებლად მივდიოდით, ყოველთვის იყო პრობლემა, თუ ვინ მოულიდა მათ და განცდა, რომ ისინი მარტო დარჩებოდნენ, ამიტომ ხშირ შემთხვევავში ბებია თვითონ რჩებოდა მათზე საზრუნავად. როდესაც ვფიქრობ საიდან დაილექა ჩემში მათი სიყვარული, არის ბებიის დამსახურება. ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც სიახლის მოთხოვნილება მქონა და დიდი სურვილი რამე ჩემი შემექმნდა, სწორედ ასე ამოტივტივდა ბავშვობის სიყვარული მცენარეების მიმართ და დაიბადა ,,ანემონეს'' შექმნის იდეა. შემდგომ ამ იდეით საცხოვრებელ კოპლექს ,,შენი სახლი ჯიქიაზე'' ადმიისტრაციას მივმართე. მათგამ დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი, ამის შემდეგ შევარჩიეთ ფართი და დიდი ენთუზიზმითა და მონდომებით გავხსენით ,,ანემონე".

-როგორია ,,ანემონეს'' მთავარი კონცეფცია და რაში გამოიხატება ის?

-,,ანემონეს'' მთავარი კონცეფცია, არის ის, რომ ყველაფერი ერთ სივრცეშია რაც მცენარეს უკავშირდება. ეს ნიშნავს, რომ ამ სივრცეში შესაძლებელია შევიძინოთ, როგორც ექსტერიერის, ასეევე ინტერიერის მცენარე. მომხმარებელის სურვილის შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა ,,ანემონეს'' მებაღემ ადგილზევე გადარუგოს სასურველი მცენარე, გასცეს მისვის საინტერესო რჩევები მოვლასთან დაკავშირებით და გააცნოს მთავარი მოვლის წესები. ასევე გვაქვს მოვლის საშუალებები, როგორც ვიტამინები, ასევე შესაწამლი საშუალებები. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ანემონე ქმნის.

-კონკრეტულად რას გვთავაზობთ და რისი შეძენაა შესაძლებელი თქვნს მაღაზიაში?

-,,ანემონეში'' მომხმარებელს, როგორც უკვე აღვნიშნე, შეუძლია შეიძინოს, ექსტერიერის და ასევე ინტერიერის მცენარეები. ადგილზე გაყიდვაში გვაქვს სხვადასხვა ზომისა თუ დიზაინის საყვავილე ქოთანი და როგორც აქამდე ვთქვი ყავილების გადარგვა მომხმარებლის გემოვნებით არის შესაძლებელი. ჩვენთან ასევე შეძლებთ შეიძინოთ მცენარეული ჩაი ,, არაგველები'' და სხვადასხვა საბაღე აქსესუარი. დიდი პასუხიმგებლობიდან გამომდინარე მაღაზია მომხმარებელს მაღალი ხარისხის სასუქებსა და შესაწამლ პრეპარატებს სთავაზობს.

-როგორია თქვენი მთავარი ბიზნეს პრინციპი და რაში გამოიხატება იგი?

- მადლობა ამ საინტერესო შეკითხვისათვის. მთავარი პრინციპია, რომ "ანემონე" მომხმარებელს ყვავილით ჩუქნის ემოციას, ეს მხოლოდ ქოთნის ყვავილი არაა. მომხმარებელთან კეთილსინდისიერი და გულწრფელი დამოკიდებულება არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი.

ჩემს თანამშრომლებთან გასაუბრების დროს,ყოველთვის ვსაუბრობ, რომ თუ კი, რაიმე არ ვიცით მცენარის შესახებ, არასოდესაა სირცხვილი, რადან ყველაფრის შესწავლაა შესაძლებელი. ,,ანემონეს'' პრინციპია, რომ არ ვისაუბროთ და არ გავცეთ რჩევა მცენარესთან მიმართებაში, თუ კი არ ვიცით, ან არ ვართ ამაში დარწმუნებული. ამ სფეროში ვაწყდებით უამრავ პუბლიკაციას და კითვა-პასუხს, არსებობს ბევრი დახურული ჯგუფი სადაც გასცემენ მცენარესათვის არასასურველ რჩევებს, რაც მათ საბოლოოდ აზიანებს. საუბარია მცენარეზე, რომელიც არის ცოცხალი არსება და შესაძლოა არასწორმა მოვლამ მისი ფესვი მოკლას.

-რამდენად ხელმისაწვდომია მცენარეები, რომელსაც ,,ანემონე'' მომხმარებელს სთავაზობს?

-ვფიქრობ, რომ ხელმისაწვდომია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან მცენარის მინიმალური ფასი 5 ლარიდან იწყება. მე თავად, ხშირად სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივ სანეგეებში ჩავდივარ, იქიდანაც ჩამომაქვს მცენარეები, შესაბამისად ადგილორივი ღირებულება ვიცი და ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს აქვს სურვილი შეიძინოს მცენარე, ნამდვილად შეძლებს. ჩვენთან შეხვდბით ყველა ტიპის და ფასის მცენარეს. ,,ანემონეში'' ვფიქრობ, რომ თუ კი გიყვართ მცენარე და გაქვთ სურვილი იგი გყავდეთ აუცილებლად შეძლებთ მისაღებ ფასად შეიძინოთ.

-როგორია სამომავლო გეგმა, რას უნდა ველოდეთ თქვენგან?

-2019 წლისთვის მზადებამ ჩვენს მაღაზიაში დიდი ფუსფუსი გამოიწვია, ვგულოსხმობ კორპორატიულ შეკვეთებს და წესით გადაღლილობის მომენტი უნდა მქონოდა, მაგრამ მივხვდი, რომ ამ წელს ,,ანემონეს'' ბევრი მიზანი აქვს, რის გამოც დრო არ უნდა დავკარგოთ და ყოველი დღე სწორად უნდა დავგეგმოთ. ერთ–ერთი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ეხება ბავშვებს და აქვე ვიტყვი, რომ საბედნიეროდ ჩვენთან ბევრი ბავშვი მეგობრობს, ჩვენდა უნებურად ასე გამოვიდა, ვგულისხმობ ჩვენი მაღაზიის მიმდებარედ მცხოვრებ ბავშვებს, მათ უკვე იციან მცენარეების სახეობები, თუ როგორ მოუარონ მათ და როგორია დარგვის პროცესი. მათში უკვე არსებობს ზრუნვის მომენტი, შესაბამიად ,,ანემონეს'' უნდა, რომ უფრო მეტად დამეგობრდეს მათთან და გააღრმავოს მათი ცოდნა. ამ ეტაპისათვის მხოლოდ ამას ვიტყვი. ასევე გეგმაშია მაღაზიის გაფართოება და მეტი მრავალფეროვნების შეტანა მასში, დროდადრო ვცდილობთ მომხმარებელს ახალი სახეობის მცენარეები წარვუდგინოთ. ,,ანემონეს" გეგმაში შედის კიდევ უფრო მეტად გაზარდოს მომხმარებელში ინფორმაციულობის დონე, შეასწავლოს მათ მცენარის მოვლა და რაც მთავარია შეაყვაროს მათთან ურთიერთობა.

თარიღი: 2019/01/21