არტ ინკუბატორი - ადგილი, სადაც სამეწარმეო საქმიანობა და ხელოვნება იკვეთება
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არტ ინკუბატორი გაიხსნება. ახალ სივრცეს 30 იანვარს მსოფლიო რეიტინგის 20 სამეწარმეო ცენტრებს შორის დასახელებლი ბრიტანული ცენტრი Henley Center for Entrepreneurship და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი  არტ ინკუბატორს გახსნის.  

ქარვასლის ისტორიულ შენობაში ერთმანეთს შეხვდებიან წარსული, როგორც მემკვიდრეობა და თანამედროვეობა, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული ტექნოლოგიური წინსვლა.

პროექტის განხორციელების ადგილად ქარვასლის შერჩევით, შენობას სიმბოლურად ვუბრუნებთ ავთენტურ ელემენტს და ამავდროულად, ვაჩვენებთ, რომ მუზეუმებს არა მხოლოდ მემკვიდრეობის მოვლა და მისი ღირსეული წარდგენა, არამედ ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირებაც წარმატებით შეუძლიათ. „ - ამბობს თბილისის ისტორიის მუზეუმის მმართველი მიხეილ გაფრინდაშვილი.


რა არის არტ ინკუბატორი?

არტ ინკუბატორი შესაძლებლობას მისცემს კრეატიულ და კულტურის ინდუსტრიაში მომუშავე  პირებს შექმნან სტარტაპები, მოიძონ პარტნიორები მსოფლიოს მასშტაბით, მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო სემინარებში. ასევე მსურველებს მიეცემათ საშუალება გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, რომელიც სამომავლოდ თავიანთი იდეების უკეთ რეალიზებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე გამოადგებათ. ინგლისური ენის შესასწავლად ბრიტანეთის საბჭოს მიერ ჩამოყალიბდება 2 პლატფორმა THE English channel (tool 1), რომელიც ყველა პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი და the learn English select (tool 2), რომელიც მხოლოდ პროექტებში მონაწილეებისთვის იქნება განკუთვნილი.

არტ ინკუბატორში ჩართული აპლიკანტები, რომელთაც სურვილი ექნებათ თავიანთი ბიზნეს თუ კრეატიული იდეები სისრულეში მოიყვანონ და მისცენ მათ  სრულყოფილი სახე, შეძლებენ კონსულატციები გაიარონ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სპეციალისტებთან, რაც მათ დაეხმარებათ ადრინდელ ეტაპზევე გადაჭრან პრობლემები და წინასწარ განსაზღვრონ ოპტიმალური სტრატეგიები.
არტ ინკუბატორის წევრები მიიღებენ სრულ ცოდნას იდეის შექმნიდან მის კომერციალიზაციამდე. გაივლიან სტარტაპის შექმნის ყველა ეტაპს და მოისმენენ კომპეტენტური ადამაინების რჩევებს, რათა მათი ბიზნეს იდეის ხორცშესხმა და საბოლოოდ წარმატებული ბიზნესის შექმნა შეძლონ.


პროექზე მუშაობა 2019 წლის პირველივე დღეებიდან დავიწყეთ. მოგეხსენებათ ბრიტანეთის საბჭო ყოველწლიურად აცხადებს კონკურსს, რომელში მონაწილეობასაც მსოფლიოს ათეულობით ქვეყანა და უნივერსიტეტი იღებს. ამჯერად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მსოფლიოს 500 უნივერსიტეტიდან ოცეულში მოხვდა და არტ ინკუბატორის დაარსების პროცესშიც სწორედ მას შემდეგ ჩაერთო. აპლიკანტების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, ველით საინტერესო და მოტივირებულ ადამიანებს.“ – განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანმა, ნინო ენუქიძემ.

 

არტ ინკუბატორი - არის ადგილი სადაც სამეწარმეო საქმიანობა და შემოქმედება იკვეთება. მსგავსი მასშტაბების და შინაარსის პროექტი საქართველოში პირველია. კრეატიული ინდუსტირების სამეწარმეო აქტივობების მხარდასაჭერად შექმნილი სივრცე ათეულობთ სტარტაპერის რეალიზაციას შეუწყობს ხელს.

ცალკეული მაგალითისთვის, წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე სტარტაპერი ჩვენი სამუზეუმო სპეციალისტებისა და მოწვეული მეცნიერების ტრენინგის გზით იღებს კვალიფიციურ, სპეციფიურ ცოდნასა და ინფორმაციას (მაგალითად თვითონ ქარვასლის შენობის ავთენტურ ვიზუალზე, მისი არქიტექტურის პერიოდულ სახეცვლილებებზე) და ეს სტარტაპერი ქარვასლის შენობის ავთენტურ ვიზუალს 3-ში რეკონსტრუირებული მზა პროდუქტის სახით წარმოადგენს. რა ბენეფიტები შეიძლება ქონდეს ამას? -  გამოდის, რომ სტარტაპერი, (რომელიც ამ შემთხვევაში  ფლობს 3 ტენოლოგიას), პროექტში ჩართულობით და ამ იდეის ადაპტაციით, ეუფლება ახალ ტექნიკას თუ როგორ მოახდინოს საუკუნეების წინანდელი რეალობის რეკონსტრუირება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და მას, სამომავლოდ, ამ ტექნიკის კომერციალიზაცია შეეძლება, მუზეუმს კი რჩება პროდუქტირომელსაც მისი  ექსპოზიციად ქცევა შეეძლება და ამ პროცესში ბუნებრივია სტარტაპერიც მიიღებს მონაწილეობას. „ –  განმარტავს ჩვენთან საუბარში თბილისის ისტორიის მუზეუმის მმართველი მიხეილ გაფრინდაშვილი.

ბიზნესპოსტი ასევე ესაუბრა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც აპირებენ მონაწილეობა მიიღონ ახალ პროექტში. გოგონების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სტარტაპერებისთვის დროდადრო უფრო მეტი სივრცე ჩნდება, სადაც მსურველები კონკურენტუნარიან ბიზნესს ჩამოაყალიბებენ, არტ ინკუბატორი იქნება მათთვის ის ახალი სივრცე, სადაც  შეისწავლიან როგორ დააფუძნონ ტექნოლოგიებზე წარმოებული წარმოებები და გაიტანონ თავიანთი ნაწარმი ლოკალურ თუ საერთაშორისო ბაზარზე.

„ამ პროექტში მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროექტი მოგვცემს ისეთ ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი სტარტაპის სწორად წარმართვაში. გვასწავლის, თუ როგორ განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი შეცდომების დაშვების გარეშე. ეს პროექტი შესაძლებლობას მოგვცემს გავიცნოთ ისეთი საინტრესო ადამიანები, რომლებიც გაგვიზიარებენ თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას. ამ პროექტში ჩართვით არაერთი შესაძლებლობა გვეძლევა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი თავის გაცნობა საზოგადოებისთვის, მოყოლა ჩვენს შესახებ, თუ რა

ეტაპზე ვართ, რა საფეხურები გამოვიარეთ.აგრეთვე წამოჭრა იმ პრობლემებისა, რის წინაშეც არის ჩვენი სტარტაპი და მსჯელობა მათ აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა იმ რისკების განსაზღვრა, რომელიც მოსალოდნელია მომავალში და მათი შემცირება შეძლებისდაგვარად.“ – განაცხადა BთU-ს სტუდენტმა ლიკა ჯარიაშვილიმა. 

წლის ბოლოს ხელოვნების მიმართულებით არტ ინკუბატორში ჩართული პირებისთვის გაიმართება კონკურსი, სადაც გამოვლინდებიან წლის საუკეთესო სტარტაპერები.  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.

 

თარიღი: 2019/01/28