ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს
ეროვნული ბანკი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მას და ბადრი ჯაფარიძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი მოადგილე აშანტაჟებს, პასუხობს:

„კომერციულ ბანკში გამოვლენილი დარღვევის ადეკვატური სანქციის გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველის, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.

ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები დაკონკრეტებულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამ ჩამონათვალში არის, მათ შორის, მარეგულირებლის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ბანკის ადმინისტრატორების ხელმოწერის შეჩერება და/ან თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წარსულშიც გამოუყენებია.

შესაბამისად, არასწორია შანტაჟად შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

თარიღი: 2019/03/04