ყაზბეგში ადგილობრივმა მოსახლეობამ Mountain Set: Kazbegi საფესტივალო ტერიტორია დაარბია
ყაზბეგში ადგილობრივმა მოსახლეობამ Mountain Set: Kazbegi საფესტივალო ტერიტორია დაარბია, - ამის შესახებ კლუბ BASSIANI-ს დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქელში წერს:

„ამასობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ დაარბია Mountain Set: Kazbegi-ის საფესტივალო ტერიტორია, დაამტვრიეს ინფრასტრუქტურა და ფიზიკურად გაუსწორდნენ მუშახელს - წმინდა მიწაზე ფეხი არ დადგათო,"- წერს ორაშვილი.

შსს-ს ცნობით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობა) და 187-ე (ნივთის განადგურება ან დაზიანება) მუხლებით.

თარიღი: 2019/06/25