უმაღლესი ხარისხის "მანნას" 20 სახეობის ჩაი, რომლებმაც უცხოელები აღაფრთოვანა - "შევეცადეთ სამკურნალო მცენარეების გამოყენებით, ახალი გემოები გაგვეკეთებინა"
ჩაის მოყ­ვა­ნი­სა და მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე გა­ტა­ნის მდი­და­რი ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ურ­ნე­ო­ბის ერთ დროს წამ­ყვა­ნი სფე­რო კვლავ ბრუნ­დე­ბა. ქარ­თუ­ლი ჩაი ისევ ცდი­ლობს ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბას რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე. კომ­პა­ნია „მან­ნას“ ტექ­ნო­ლოგ ცი­სა­ნა კირ­თა­ძის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ჩაის მი­ღე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა, აღ­ნიშ­ნულ კულ­ტუ­რას კარ­გი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლია.

ჩაის რომ მა­ღა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი ჰქონ­და, ად­ვი­ლად მიხ­ვდა ბიზ­ნეს­მე­ნი ირაკ­ლი ღურ­ჭუ­მე­ლია, რო­მელ­მაც სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ საგ­რან­ტო კონ­კურ­სში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და 2016 წელს კომ­პა­ნია „მან­ნა“ და­ა­არ­სა. მისი პრო­დუქ­ცია თით­ქმის ორი წე­ლია ბა­ზარ­ზე გა­ვი­და და უკვე 10 ათა­სი ტონა ჩაის წარ­მო­ე­ბას ახერ­ხებს.

მე­ურ­ნე­ო­ბის ამ სფე­რო­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და ბევრ სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელს ირაკ­ლი ღურ­ჭუ­მე­ლი­ა­სა და ტექ­ნო­ლოგ ცი­სა­ნა კირ­თა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.



                             

- რო­დის გახ­ვე­დით პირ­ვე­ლად ბა­ზარ­ზე და რა­ტომ შე­ა­ჩე­რეთ თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა ჩაის წარ­მო­ე­ბა­ზე?

ირაკ­ლი ღურ­ჭუ­მე­ლია:

- 2014 წელს, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფომ გა­მო­ა­ცხა­და სხვა­დას­ხვა საგ­რან­ტო და თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის პროგ­რა­მე­ბი აგ­რო­მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩემ­თვის და ჩემი მე­გობ­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. პირ­ველ რიგ­ში, დავ­ფიქ­რდით, რო­მე­ლი სფე­რო შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო მიმ­ზიდ­ვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის. რამ­დე­ნი­მე რა­მეა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაც ოდით­გან­ვე ცნო­ბი­ლია - ერთი, რა თქმა უნდა, ბორ­ჯო­მია, მე­ო­რეა ღვი­ნო და მე­სა­მე - ჩაი. ჩაის სფე­რო­ში ძა­ლი­ან კარ­გი გრან­ტე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო დახ­მა­რე­ბა იყო. ზუს­ტად აქე­დან და­ი­წყო ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი, რომ შეგ­ვექ­მნა ასე­თი სა­წარ­მო, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ას გა­ა­კე­თებ­და, არა­მედ ექ­სპორტზეც იქ­ნე­ბო­და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. 2017 წლის აგ­ვის­ტო­ში და­ვას­რუ­ლეთ სა­წარ­მოს მშე­ნებ­ლო­ბა და იმა­ვე წელს პირ­ვე­ლად გა­ვე­დით ბა­ზარ­ზე.

- რო­გო­რია ამ პრო­ცეს­ში „სი­ნერ­ჯი კა­პი­ტა­ლის“ დამ­სა­ხუ­რე­ბა? რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით თქვენს ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბას?

- ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ამ ეტაპ­ზე კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და ისე­თი პარტნი­ო­რის მო­ძებ­ნა, რო­მე­ლიც არა­მარ­ტო ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სით/ინ­ვეს­ტი­ცი­ით და­ეხ­მა­რე­ბო­და კომ­პა­ნი­ას ზრდა­ში, არა­მედ სწო­რი მმარ­თვე­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში შე­ი­ტან­და ღი­რე­ბულ წვლილს. ამ თვალ­საზ­რი­სით „სი­ნერ­ჯი კა­პი­ტალ­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა იდე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა კომ­პა­ნი­ის­თვის. ჩვე­ნი კომ­პა­ნია იღებს უწყვეტ კვა­ლი­ფი­ცი­ურ მხარ­და­ჭე­რას, სტრა­ტე­გი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და დახ­მა­რე­ბას რთუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბი­თი ამო­ცა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტა­ში, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა „სი­ნერ­ჯის“ 20- წლი­ან გა­მოც­დი­ლე­ბას. ჩვე­ნი და „სი­ნერ­ჯი კა­პი­ტა­ლის“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მოხ­და კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბის და­ნახ­ვა, სტრა­ტე­გი­ის და­გეგ­მვა და მარ­თვის სის­ტე­მე­ბის სწო­რი ორ­გა­ნი­ზე­ბა. და­მუ­შავ­და და და­ი­ნერ­გა ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რა, ბიზ­ნეს პრო­ცე­სე­ბი, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სა­მო­ტი­ვა­ციო სის­ტე­მე­ბი, გა­ი­მარ­თა სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო და სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნო­ე­ბი. სი­ნერ­ჯი კა­პი­ტა­ლის დახ­მა­რე­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ცია გახ­და სწორ მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ჯან­სა­ღი და ეფექ­ტუ­რი მმარ­თვე­ლო­ბით.



- რამ­დე­ნად დი­დია კონ­კუ­რენ­ცია ქარ­თულ ბა­ზარ­ზე?

- ქარ­თულ ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ცია საკ­მა­ოდ დი­დია ისე­ვე, რო­გორც მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ჩაის კუ­თხით. ამი­ტომ, პრე­მი­უმ ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა­ზე ავი­ღეთ აქ­ცენ­ტი. ამ ნა­წილ­ში, რა თქმა უნდა, არის კონ­კუ­რენ­ცია, მაგ­რამ უფრო ად­ვი­ლია მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ვიდ­რე და­ბა­ლი ხა­რის­ხის ჩა­ი­ში. ძი­რი­თა­დი კონ­კუ­რენ­ტე­ბი უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი არი­ან, მაგ­რამ ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის პრი­ო­რი­ტე­ტი არის ის, რომ სუფ­თა ქარ­თუ­ლია, ქარ­თუ­ლი ნედ­ლე­უ­ლით არის ყვე­ლა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი. ფას­თა სეგ­მენ­ტი რომ აი­ღოთ, „მან­ნას“ ჩაი, ფაქ­ტობ­რი­ვად, უმაღ­ლე­სი ჩაის სეგ­მენ­ტთა შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბალ­ფა­სი­ა­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხი და კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ფა­სე­ბია.

- სად შე­უძ­ლი­ათ მომ­ხმა­რებ­ლებს თქვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა და ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბის დახ­ლებ­ზე ვი­ხი­ლავთ „მან­ნას“ ჩაის?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­ნი ჩაი წარ­მოდ­გე­ნი­ლია აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სუ­პერ­მარ­კეტ­ში, ჰი­პერ­მარ­კეტ­სა და დიდი მარ­კე­ტე­ბის ქსელ­ში. ასე­ვე ტუ­რის­ტულ ზო­ნებ­ში, სხვა­დას­ხვა სას­ტუმ­რო­ებ­სა და კაფე-ბა­რებ­ში. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, რომ უფრო მეტი ჰო­რე­კას მი­მარ­თუ­ლე­ბა მო­ვიც­ვათ. კომ­პა­ნია შარ­შან გა­ვი­და ექ­სპორტზე პირ­ვე­ლად. 2 წე­ლია არ არის, რაც კომ­პა­ნია და­არ­სდა და უკვე 4 გა­მო­ფე­ნა­ში მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - გერ­მა­ნი­ა­ში, დუ­ბა­ი­ში, პა­რიზ­სა და ლონ­დონ­ში. გა­მო­ფე­ნებ­ზე კომ­პა­ნი­ამ დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, ამან კი შე­სა­ბა­მი­სი ბიძ­გი მის­ცა და­მა­ტე­ბით სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ცი­ის გა­ტა­ნას. დღეს ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია უკვე სტა­ბი­ლუ­რად გა­დის ჩე­ხეთ­ში, სლო­ვა­კეთ­ში, პო­ლო­ნეთ­ში, ლატ­ვი­ა­ში და ვგეგ­მავთ მის გა­ტა­ნას რუ­სეთ­სა და ბე­ლო­რუს­ში, სა­დაც უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში კონ­ტრაქ­ტი გვექ­ნე­ბა.

- ჩაის რამ­დე­ნი სა­ხე­ო­ბაა მო­ცე­მულ მო­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ბა­ზარ­ზე და რო­გო­რია მათი გე­მო­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა?

ცი­სა­ნა კირ­თა­ძე:

- ჩვენ შევ­ქმე­ნით ახა­ლი სა­ხის პრო­დუქ­ცი­ე­ბი. შავი და მწვა­ნე კლა­სი­კუ­რი ჩაი ცნო­ბი­ლია, ამი­ტომ, შე­ვე­ცა­დეთ სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ახა­ლი გე­მო­ე­ბი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. მომ­ხმა­რე­ბელს შევ­თა­ვა­ზეთ მწვა­ნე ჩაი პიტ­ნით, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდი მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს. მას და­მამ­შვი­დე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბი აქვს, წნე­ვას და წო­ნა­საც კი არე­გუ­ლი­რებს, მუც­ლის პრეს­ზეც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს თუ დი­ლით და­ლევთ. ასე­ვე გა­ვა­კე­თეთ შავი ჩაი მოც­ვის ფოთ­ლით - ეს დი­ა­ბე­ტი­ა­ნე­ბის­თვის არის ძა­ლი­ან კარ­გი, რად­გან ისი­ნი შა­ქარს ვერ ხმა­რო­ბენ, მოცვს კი მოტ­კბო-მომ­ჟა­ვო გემო აქვს და ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და­სა­ლე­ვია. გა­მო­ვუშ­ვით ბე­გ­ქონ­და­რას შავი ჩაი. ბე­გ­ქონ­და­რა და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს კუჭ-ნაწ­ლავ­ზე, წნე­ვას არე­გუ­ლი­რებს. მას ჩა­ის­თან ერ­თად იმ რა­ო­დე­ნო­ბით ვუ­რევთ, რომ მისი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი თა­ნაბ­რად იყოს შე­ზა­ვე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით ხან­დაზ­მუ­ლებს ვურ­ჩევ­დი და კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს. კენკრო­ვა­ნე­ბი გა­ვა­კე­თეთ - ხი­ლის ჩაი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ვი­და. სუბ­ლი­მა­ცი­უ­რი შრო­ბით მი­ღე­ბუ­ლი კენკრა გვაქვს შე­მო­ტა­ნი­ლი. სუბ­ლი­მა­ცი­უ­რი შრო­ბა ისე­თი მე­თო­დია, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ხდე­ბა ამ ნედ­ლე­უ­ლის არც გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის, არც ვი­ტა­მი­ნე­ბის შემ­ცვე­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა, მარ­ტო ხდე­ბა წყლის აორ­თქლე­ბა. ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის გახ­და ლიმ­ნი­ა­ნი ჩაი. 25-30% ლი­მო­ნის შემ­ცვე­ლო­ბით ასე­თი­ვე მშრა­ლი ლი­მო­ნის ფხვნილს ვუ­რევთ რო­გორც მწვა­ნე, ასე­ვე შავ ჩა­ი­ში. ამ­დე­ნად 18 თუ 20 სა­ხე­ო­ბის ჩაი გვაქვს და კი­დევ ვმუ­შა­ობთ ახალ გე­მო­ებ­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე.

- რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩაის ხა­რის­ხი და რო­დის უნდა მო­იკ­რი­ფოს ის, პრე­მი­უმ დო­ნის პრო­დუქ­ტის მი­სა­ღე­ბად?

- ჩაის მოკ­რე­ფა და­ვი­წყეთ მა­ი­სი­დან და აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით ვარ­ჩევთ ამ ნედ­ლე­ულს, ეს მისი ვე­გე­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დია. ხა­რის­ხი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზეც კი, პლან­ტა­ცია რო­გორ არის მოვ­ლი­ლი. მას თა­ვის დრო­ზე სჭირ­დე­ბა რო­გორც კა­ლი­უ­მი­ა­ნი, ფოს­ფო­რი­ა­ნი, აზო­ტი­ა­ნი სა­სუ­ქე­ბი, რათა ფესვთა სის­ტე­მამ კვე­ბა მის­ცეს და კარ­გი ამო­ნა­ყა­რი მი­ი­ღოთ. ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში ბიო ჩაიც გა­ა­კე­თეს ჩვენ­მა მწარ­მო­ებ­ლებ­მა. მათ ორ­გა­ნუ­ლი სა­სუ­ქე­ბი შე­ი­ტა­ნეს პლან­ტა­ცი­ებ­ში. ამ ნედ­ლე­უ­ლით გა­მო­ვუშ­ვით შემ­დეგ ჩვენ ბიო შავი, ბიო მწვა­ნე ჩაი, წელ­საც ვა­პი­რებთ ამის გა­კე­თე­ბას.

ამ შე­მო­ტა­ნილ­მა მცე­ნა­რემ ისე გა­ი­თა­ვი­სა ჩვე­ნი მიწა და კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არა­ნაკ­ლე­ბი ხა­რის­ხის მო­დის, უკე­თე­სი თუ არა, იმ ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ვის­თვი­საც ჩაი ენ­დე­მუ­რი მცე­ნა­რეა. ამი­ტომ ახლა ვინც ჩაის აკე­თებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ნამ­დვი­ლად მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ას ამ­ზა­დებს. ამ­დე­ნად ქარ­თუ­ლი ჩაი დღეს არის ყვე­ლა­ზე ხა­რის­ხი­ა­ნი. მაგ­რამ ეს არ იცის ჩვენ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა, მას ისევ სტე­რე­ო­ტი­პუ­ლად ახ­სოვს, რაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან მო­დის, რომ ქარ­თუ­ლი ჩაი უხა­რის­ხოა, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც და­მე­თან­ხმე­ბი­ან, რომ იმ შე­მო­ტა­ნილ ჩაის ბევ­რად ჯობს ქარ­თუ­ლი.



                             

ავტორი: Business Post
თარიღი: 2019/07/04