როგორ მივაღწიოთ იმას, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მოგვისმინონ 
აღარავინ დავობს იმაზე, რომ მომხმარებლებზე სოციალური ქსელების გავლენა დღითიდღე იზრდება. ამას მარკეტოლოგები სათავისოდ იყენებენ და საკმაოდ წარმატებულადაც. ალბათ, გახსოვთ, როგორი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ბარაკ ობამასა და მისი მეუღლის თბილ ფოტოს, რომელიც მეორე საპრეზიდენტო კამპანიისას გაავრცელეს, მალევე კი ბარაკ ობამა  აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

მართალია, თქვენს გზავნილს სოციალურ ქსელებში აშშ-ის პრეზიდენტის, ცნობილი მომღერლებისა თუ მსახიობების მსგავსი გამოხმაურება არ მოჰყვება, თუმცა რამდენიმე მარტივი სტრატეგიის დაცვით კომპანიამ ამ საკითხში შეიძლება სერიოზულ შედეგებს მიაღწიოს:

გზავნილის მოცულობა

თქვენი გზავნილი, ბლოგი თუ რეკლამა შესაძლოა 140 სიტყვისგანაც კი შედგებოდეს. თუმცა, უმჯობესი იქნება თუ კარგად დაფიქრდებით, კონკრეტულად რისი თქმა გსურთ მომხმარებლებისთვის. ინფორმაცია მოკლედ და საინტერესოდ მიიტანეთ მკითხველამდე, რადგან მათ არ აქვთ ისეთი ტექსტის  წაიკითხვის დრო, რომელიც რამდენიმე პარაგრაფისგან შედგება.

ნუ გადააჭარბებთ

აუცილებელია, რომ სოციალური ქსელების გამოყენებისას არ გადააჭარბოთ. ნუ მოგერიდებათ ფოტოსურათის გაზიარება, რომელიც კორპორატიულ ივენთზე გაქვთ გადაღებული, გამოაქვეყნეთ  პრეზენტაცია ახალი პროდუქტის შესახებ, გააზიარეთ საინტერესო ამბები, მაგრამ გახსოვდეთ, რომ გადაჭარბების იშემთხვევაში, მომხმარებელი თქვენს დაიგნორებას დაიწყებს და შედეგად, პოტენციურ კლიენტებსაც დაკარგავთ.

ბიზნესსაქმიანი კომუნიკაციების დასკვნითი ნაწილი

თუ შეკითხვას დაგისვამენ ან რაიმეს დაგიპოსტავენ სოციალური ქსელების მეშვეობით-რეაგირება დროულად მოხდინეთ. იმ შემთხვევაში თუ თავად პოსტავთ და  ნეგატიური ინფორმაციის შემცველი მასალის გამოქვეყნება გიწევთ, შეგიძლიათ მომხმარებლებს პრობლემის გადაჭრის თქვენეული გზა შესთავაზოთ.  ამასთან, დაიწყეთ სხვისი აზრის მოსმენა, რადგან ეს ბევრს შეგძენთ.

გააანალიზეთ შედეგები

სოციალური ქსელების  შედეგების ანალიზის არაერთი გზა არსებობს, მაგალითად, პროგრამები, რომლებიც აანალიზებენ საერთო განწყობას, აქტივობას, ჩართულობის ნიმუშებს და ა.შ., თუმცა თქვენ შეგიძლიათ თქვენი მიღწევები, თუ ჩავარდნები  საკუთარი მიდგომითაც გააანალიზოთ.

რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ სოციალური  ქსელების  გამოყენებისას მოთმინება შეინაარჩუნოთ. რადგანაც მომხმარებელთან ურთიერთობის სწავლასა და მათი ნდობის მოპოვებასაც გარკვეული დრო სჭირდება...

თარიღი: 2018/07/13