„ბრექსიტის“ შემდეგ ტოკიო ლონდონთან სიამოვნებით ითანამშრომლებს“ - იაპონიის პრემიერმინისტრი
იაპონია დიდ ბრიტანეთის ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობაში მიღებას მიესალმება. ქვეყნის პრემიერმინისტრის განცხადებით, „ბრექსიტის“ შემდეგ ტოკიო ლონდონთან სიამოვნებით ითანამშრომლებს.  შინზო აბე იმედს გამოთქვამს, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის და არასასურველი სცენარი არ განვითარდება.

ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობა არის სავაჭრო შეთანხმება 11 ქვეყანას შორის, მათ შორის იაპონიასთან, კანადასთან, ავსტრალიასთან და მალაიზიასთან. იაპონია გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია, სადაც 800-ზე მეტ იაპონურ ბიზნესს 100 000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს.

ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტში დატოვებს.

თარიღი: 2018/10/09