ხელი პულსზე და დილა კოფეინის გარეშე  - ილონ მასკის ერთი დღე
ილონ მასკი, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, მეტი ენერგიულობისთვის დიდი ხნის განმავლობაში სვამდა კოფეინს - დიდი ოდენობის ყავასა და კოლას, მაგრამ ბოლოს იმ აზრამდე მივიდა, რომ ეს მისივე ჯანმრთელობაზე აისახებოდა უარყოფითად. რამდენიმე წლის წინ კი მასკმა აღიარა, რომ პერიფერიულ მხედველობას კარგავდა. ახლა ექსცენტრული მილიარდერი კოფეინის გარეშე სვამს დიეტურ კოლას და ცდილობს, მეტი იძინოს. დილით 7 საათზე იღვიძებს. დღის უმეტეს ნაწილს მუშაობაში ატარებს. ამბობს, რომ ასეთი რეჟიმი მისთვის ყოველთვის მარტივად გადასალახი არ იყო.

ხელი პულსზე

მასკი დღეში 12 საათს მუშაობს - 5 კომპანიისთვის (Tesla, SpaceX-ი, Neuralink-ი, Open AI-ი და Boring Company-ი) დრო გადანაწილებული აქვს: Neuralink-ითვის, Open AI-ითის და Boring Company-თვის ამ დროის 5%-ს ხარჯავს. 95%-ს კი Tesla-სა და SpaceX-სს ახმარს. მასკი Boring Company-ზე „ტვიტერში“ ხშირად წერს,  სინამდვილეში, ეს  მისთვის გასართობია. მისი თქმით, კომპანია „მაგნიტია, რომელიც პრობლემებს იზიდავს და რომელთანაც გამკლავება გვიწევს“.

Tesla-და SpaceX-ს შორის

ელექტრონული ფოსტა სმარტფონში ორი კომპანიის მართვაში დროის განაწილების საუკეთესო საშუალებაა.

მასკის თქმით, მას ელექტრონული ფოსტის საშუალების მუშაობა ნებისმიერ დროსა და ადგილას შეუძლია - სეირნობისას, ავტომანქანაში ან თუნდაც აბაზანაში თავის საქმეს გააკეთებს. მეცნიერი ამბობს, რომ ორშაბათს და სამშაბათს ის SpaceX-ში მუშაობს, სამშაბათ საღამოს ლოს-ანჯელესიდან პალო ალტოში Tesla-ს ოფისში თვითმფრინავით მიემგზავრება. ოთხშაბათს და ხუთშაბათს „თესლაში“ მუშაობს. პარასკევს ლოს-ანჯელესში ბრუნდება, სადაც მასკი კვირამდე მოღვაწეობს.

ჰობი და სხვა საქმიანობა

 „შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ სპორტი არ არის ის, რაზეც დროის დიდ ნაწილს ვხარჯავ“, - ამბობს მასკი. მილიარდერს მუსიკის მოსმენა უყვარს, განსაკუთრებით, თუ ავტომანქანით მგზავრობს. რთულია „პლეილისტის“ შედგენა, მაგრამ მომავალში მუსიკის შერჩევაში ალგორითმი დაეხმარება. მასკს ფილმებიც უყვარს, მაგრამ სამსახურის გამო ნაკლებად უყურებს. ის დროის კარვეულ ნაწილს შვილებსა და მეგობრებს უთმობს. „ხანდახან „ტვიტერზეც“ ვგიჟდები“ - აცხადებს მასკი.

ძილი

მასკი ღამის პირველ საათზე იძინებს.

„ძილი შესანიშნავი რამ არის. როდესაც ცოტა მძინავს, მთელი დღე გაღიზიანებული ვარ“ - ამბობს ექსცენტრული მეცნიერი.

მასკს, საშუალოდ, 6-6.5 საათი სჭირდება ძილისთვის, რათა ახალი ძალებით დაიწყოს ამბიციური მიზნების განხორციელება.

ავტორი:
თარიღი: 2018/07/08